суббота, 17 октября 2015 г.

მოსწავლის ნიმუში

მოსწავლის ნიმუშის შექმნა დამეხმარება თუ რა, როგორ და რანაირად უნდა გააკეთოს მოსწავლემ. რამდენად მიაღწიეს  მიზანს, წინასწარ განვსაზღვრო რა პრობლემის წინ შეიძლება დადგეს მოსწავლე, რომ შემდგომ მივუთითო და აღმოვფხვრათ ეს პრობლემა.

воскресенье, 11 октября 2015 г.

მეხუთე დღე

    პროექტის განხორციელების დროს საჭიროა აქტივობების თანმიმდევრობით დალაგება.  
ასევე საჭიროა მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის მიზნით გამოწვევა. რისთვისაც ვიყენებთ ცხრილებს: ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე. ცხრილს ავსებენ თემატური კითხვების მიხედვით.

суббота, 10 октября 2015 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებში გამოიწვიოს ინტერესი შესასწავლი თემის შესახებ.ასევე, ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მოტივაციის გაზრდას. მოსწავლეებს უჩნდებათ შეკითხვები, რომელთა პასუხებზეც ფიქრობენ, მსჯელობენ, აზროვნებენ. 

среда, 7 октября 2015 г.

თემა: სიცოცხლის გამოვლინება



                        პროექტი -  მცენარის ზრდა-განვითარება

ჯგუფებში, დავთესოთ სხვადასხვა მცენარე (ლობიო, სიმინდი, ხორბალი) და დავაკვირდეთ მათ აღმოცენებას, ზრდის პროცესს. გაზომონ აღმოცენებული მცენარე და ჩაიწერონ.
მცენარის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა.( ერთი ნათესი მოვათავსოთ ბნელ ადგილას) .
საგნებთან კავშირი:  ბუნება, ქართული, მათემატიკა

воскресенье, 4 октября 2015 г.

პროექტებით სწავლება


2015 წლის 3 და 4 ოქტომბერს დაგვეწყო ტრენინგი  პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
 პროექტები და ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას, შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებსა და ამოცანებს, ასევე შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული. ვითვალისწინებთ განსხვსვებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში, ხოლო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.